''ბათუმის წყალს'' მარინე გვიანიძე უხელმძღვანელებს

11 სექტემბერი 2018, 00:00 7904 ნახვა

შპს ,,ბათუმის წყალს“ ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. აღნიშნულ პოზიციაზე მარინე გვიანიძე დაინიშნა. 

ახალი დირექტორი, კომპანიის თანამშრომლებს ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ დღეს წარუდგინა.

მარინე გვიანიძე 2011 წლიდან შპს „ბათუმის წყალში“ წყალარინების გამწმენდი ნაგებობისა და სატუმბი სადგურების სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა. აქვს გამოცდილება ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით და არის ჩამდინარე წყლების გადამუშავების ტექნოლოგიის ექსპერტი.

შპს "ბათუმის წყლის" ყოფილმა დირექტორმა თენგიზ ქოქოლაძემ კი თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. 

აღნიშნულ პოსტზე თენგიზ ქოქოლაძე 2016 წლის 30 დეკემბერს დაინიშნა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი