ქართველი მეზღვაურები გერმანიისა და ხორვატიის დროშის ქვეშ მცურავ გემებზეც დასაქმდებიან 

11 სექტემბერი 2018, 00:00 15208 ნახვა

ბათუმში, 13 სექტემბერს ხელი მოეწერება მემორანდუმს, რომელიც ქართველ მეზღვაურებს საშუალებას მისცემს გერმანიისა და ხორვატიის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე დასაქმდნენ. ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა. ​თამარ იოსელიანის თქმით, მხარეები თანამშრომლობისთვის მზად არიან და ეს ოფიციალურად რამდენიმე დღეში დადასტურდება. 

მემორანდუმებს ხელი საერთაშორისო საზღვაო ფორმის ფარგლებში მოეწერება. 

''2013 წლიდან, როდესაც ჩვენ დავიბრუნეთ ევროკავშირის აღიარება, ვაგრძელებთ მუშაობას, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან გავაფორმოთ მემორანდუმები. ქართველ მეზღვაურებს მივცეთ შესაძლებლობა, ევროკავშირის დროშიც ქვეშ მცურავ გემებზე დასაქმდნენ''.  

რჩება რამდენიმე ქვეყნა, რომლებთანაც ქართული მხარე მოლაპარაკებებს ამ დრომდე აწარმოებს. ესენია დიდი ბრიტანეთი, შვედეთი და ჰოლანდია. 

თამარ იოსელიანს იმედია აქვს, რომ უახლოეს მომავალში ხელშესახები შედეგი დაიდება და ქართველი მეზღვაურებისთვის დასაქმების არეალი გაიზრდება. 

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ბაზაში 11 000 მოქმედი მეზღვაურია რეგისტრირებული. 7 წლის განმავლობაში მათი რიცხვი 4 ათასით გაიზარდა. სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ საკრუინგო კომპანიებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით,  მეზღვაურთა დასაქმების მაჩვენებელიც საგრძნობლად გაიზარდა. 

სპეციალისტების აზრით, ქართველი მეზღვაურების დასაქმების ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი ინგლისური ენის არასათანადოდ ცოდნაა. 

თამარ იოსელიანმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა, რომ საზღვაო სასწავლებლებთან ამ კუთხითაც მუშაობენ. 

''ინგლისური ენა ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომელიც ჩვენ გვაქვს და ვმუშაობთ საზღვაო სასწავლო დაწესებულებებთან ამ კუთხით. შესაძლოა მალე საზღვაო აკადემიაში ორმაგი პროგრამა დაინერგოს, რომელიც ინგლისურენოვანი პროგრამის დამატებას გულისხმობს. ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი, იმისათვის რომ ქართველ მეზღვაურებს ინგლისური ენის პრობლემა არ ჰქონდეთ'' - ამბობს სააგენტოს ხელმძღვანელი. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი