''ბათუმის წყლის'' დირექტორმა თენგიზ ქოქოლაძემ თანამდებობა დატოვა

10 სექტემბერი 2018, 00:00 6104 ნახვა

შპს "ბათუმის წყლის" დირექტორმა  თანამდებობა დატოვა. თენგიზ ქოქოლაძემ პოსტიდან წასვლის შესახებ განცხადება უკვე დაწერა. ამის შესახებ ინფორმაცია აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ''ბათუმის წყალში'' დაუდასტურეს. 

უწყებაში აცხადებენ, რომ ქოქოლაძე კვლავ ბიზნეში ბრუნდება, სამსახურიდან სწორედ ამ მოტივით წავიდა. 

აღნიშნულ პოსტზე თენგიზ ქოქოლაძე 2016 წლის 30 დეკემბერს დაინიშნა. 

ჯერჯერობით უცნობია ვინ დაიკავებს ''ბათუმის წყლის'' დირექტორის ვაკანტურ თანამდებობას. 

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრები ბრიფინგებზე ირწმუნებოდნენ, რომ თენგიზ ქოქოლაძის მმართველობის დროს ''ბათუმის წყალი"' ერთ-ერთ ყველაზე ჩაკეტილ უწყებად იქცა. 

შპს „ბათუმის წყალი“ ბათუმის მერიის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა და 100-პროცენტიან წილს მერია ფლობს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში