მზადება ახალი სეზონისთვის - ფოტოამბავი

10 სექტემბერი 2018, 00:00 5337 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეს, 10 სექტემბერს, 2018 წლის ახალ სეზონს განახლებული სტუდიითა და საეთერო ბადით იწყებს. 

დღეს განახლებული ფორმატით იხილავთ "მთავარს" 6 საათზე, სადაც ახალ ამბებს ორი წამყვანი მოგიყვებათ. 6 საათიან გამოშვებას დაემატა რუბრიკები სპორტი და ამინდი.

ცვლილებები შეეხო "მთავარს" 9 საათზე, სადაც მისი წამყვანი თეონა ბაკურიძე დღის მთავარ თემასა და რეგიონში აქტუალურ და პრობლემატურ საკითხებს, სტუმართან ერთად შეაჯამებს.  

როგორი იყო მზადება ახალი სეზონისთვის :) 

 

ასე გამოიყურებოდა ადგილი, სადაც ახალი ამბების სამსახურის "მთავარის", "სპორტისა" და "დილის ტალღის" განახლებული სტუდია განთავსდა. 

დიზაინერების, პროდიუსერების, მენეჯერების, ოპერატორებისა და მთელი შემოქმედებითი ჯგუფის ერთობლივი მუშაობის შედეგად, სტუდიამ ასეთი სახე მიიღო. 

 

დღის განმავლობაში ახალ ამბებს, ტრადიციულად, ყოველდღე თეონა თურმანიძე და ქეთი ჭყონია გაგაცნობთ. შაბათ კვირას კი "მთავარს" - გიორგი აბაზაძე წარუძღვება. 

 6 საათიან გამოშვებას გიორგი მიქელაძე და სოფო ხელაძე შეაჯამებენ, ამინდისა და სპორტის რუბრიკებს - კობა ფარტენაძე და ქეთი ბოლქვაძე წარუძღვებიან.

ახალ ფორმატზე გადასაწყობად დიდი სამზადისი მიმდინარეობდა... 

რეჟისორი მთავარ კადრს ასწორებს 

დრო, როცა კონსულტანტები, ოპერატორები, რეჟისორები კადრს უკან გადადიან და ისმის ხმა - "ეთერში ვართ" 

წამყვანების შვილები კადრს მიღმა 

მაშოს პირველი ფოტორეპორტაჟი 

კიდევ ერთი სამუშაო დღე, რუტინა დამღლელია 

ემოციური ჟურნალისტი -  ირინა წუწუნავა 

მზადება...  

დღის ბოლო - რუბრიკა სპორტის წამყვანი ქეთი ბოლქვაძე და საინფორმაციო სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი

როცა შედეგი უკვე მოგწონს :)  არხის მთავარი კონსულტანტი მარინა ვაშაყმაძე  

"მთავარი" ცხრაზე თეონა ბაკურიძესთან ერთად

21 საათიანი გამოშვების პროდიუსერი მაია მერკვილაძე 

ის, რაც კადრს მიღმაა 

საეთერო 

ფოტო არქივი 

 სატესტო სტუმარი 

სატესტო სტუმარი 2 

სატესტო სტუმარი 3 

"დილის ტალღა" განახლებული სტუდიიდან  ეთერში  უკვე გავიდა.

მძიმე სამუშაო დღის ბოლო 

ვისაც ენერგია ჯერ კიდევ შერჩა  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის კონსულტანტი და  მენეჯერი -  მარინა ვაშაყმაძე და ნათია კაპანაძე.  სტუმრად მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე. 

"დოიჩე ველეს" კონსულტანტები და ტრენერები 

როგორც ამბობენ, აქტიური მუშაობის მეორე ფაზა იწყება - ახალი სტუდიები და განახლებული გადაცემები 

ანალიტიკური გადაცემების სტუდია 

#ჰეშთეგის სტუდია 

როგორი გამოვა, ვნახავთ მალე... 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი