რუსუდან სიხარულიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი სპორტულ ტანვარჯიშში გუშინ გაიხსნა. მასში მონაწილეობას 10 ქვეყნის 150 სპორტსმენი მიიღებს.
მათ საერთაშორისო კატეგორიის მწვრთნელები შეაფასებენ. სამდღიანი ტურნირი, რომელიც მეხუთედ იმართება, 9 სექტემბერს დაიხურება.