ახალი სატელევიზიო სეზონი აჭარის ტელევიზიაში

07 სექტემბერი 2018, 00:00 5288 ნახვა

ახალ სეზონს იწყებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო. 10 სექტემბრიდან განახლებული სტუდიით გავა პირდაპირ ეთერში ახალი ამბები. ფორმატს იცვლის „მთავარი 6“-ზე. დღის სიახლეებს საღამოს 18 საათზე ორი წამყვანი შეაჯამებს.

გამოშვებას ემატება რუბრიკები, მათ შორის სპორტი და ამინდი. სიახლეებია 21-საათიან გამოშვებაში. საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო თემის შესახებ დღის ბოლოს სტუმართან ერთად ვისაუბრებთ, ასე რომ მივიღებთ პასუხებს ყველა იმ კითხვაზე რაც შესაძლოა ჰქონდეს ნებისმიერ მოქალაქეს.  განახლებული ფორმატით ახალი სტუდიიდან უკვე გავიდა ეთერში „დილის ტალღა“.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში