ერთი ქალი ასამდე ოჯახს წყალს უკეტავს - შპს ''ხელვაჩაურის წყალი''

07 სექტემბერი 2018, 00:00 6448 ნახვა

ერთი წელია სოფელ ერგეში ასამდე ოჯახს, მთელი დღის განმავლობაში წყალი არ მიეწოდება. მიუხედავად იმისა, რომ ხელვაჩაურის მერიამ ამ პრობლემის გადასაჭრელად 120 000 ლარი დახარჯა და სოფლის თავში რეზერვუარებიც მოაწყო. 

მოქალაქეები ამბობენ, რომ წლის გარეშე ცხოვრება უმძიმეს პირობებში უწევთ და ფული უშედეგოდ დაიხარჯა.

მუნიციპალიტეტის მერიაში კი ირწმუნებიან, რომ თანხები შედეგიანდ დაიხარჯა, რეზერვუარებიც მუშა მდგომარეობაშია და წყლის მიწოდებას მხოლოდ ერთი ქალი აფერხებს, რომელიც მილებსს თვითნებურად კეტავს. 

მათივე მტკიცებით, ქალს სახელმწიფო ტერიტორია უკანონოდ აქვს მითვისებული. თვითნებურად დაკავებულ მონაკვეთზე, წყლის მილის გაყვანის გამო კი მთავრობას კომპენსაციას სთხოვს.

მერიაში ირწმუნებიან, რომ ქალთან ერთი წლის განმავლობაში მოლაპარაკებებს  აწარმოებენ, თუმცა უშედეგოდ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან საკითხის დეტალურად შესწავლის შემდეგ შპს ''ხელვაჩაურის წყლის'' დირექტორმა თქვა, რომ სამართლებრივი შედეგის მისაღწევად პროცესში უკვე შესაბამის ორგანოებს ჩართვენ.

ლამზირა ესელიძე კომპენსაციის მიღებამდე წყლის სისტემაში გაშვებას არ აპირებს.

ირწმუნება, რომ რეზერვუარი მის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთში აშენდა, სანაცვლოდ კი მერიამ თანხა არ გადაუხადა. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი