ფერომონების დამონტაჟება გრძელდება ხელვაჩაურსა და ქობულეთში - ამ გზით საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, აზიური მავნებელის მიზიდვა მარტივდება, რის შემდეგაც ერთდროულადაა შესაძლებელი მისი განადგურება. წელს განსაკუთრებით დაზარალდა ქობულეთის რამდენიმე სოფელი, დაზიანდა თხილი, სიმინდი, სხვა მარცვლეული კულტურები. ახლა კი ციტრუსს ემუქრება საფრთხე.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ ეტაპზე მეციტრუსეებს მხოლოდ მავნებლის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას სთავაზობს - რაც შეეხება დაზღვევას, მინისტრი ცოტა ხნის წინ შეხვდა სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს, თუმცა ჯერ უცნობია მაღალი რისკის ფონზე დააზღვევს თუ არა რომელიმე კომპანია მოსავალს.