ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ოქროს კონტრაბანდის ფაქტი გამოავლინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები, საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის“ გავლით, ცდილობდნენ არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანას. საერთო ღირებულება 57 000 ლარია.
დანაშაული 8-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.