ფოთში, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. დაშავებულები ფოთის, ზუგდიდის და ქუთაისის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
ექიმის თქმით, 41 წლის პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა და ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, გარდაიცვალა. ერთ-ერთი დაშავებული 16 ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში, მეორე კი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.