მგზავრები მიკროავტობუსის გაჩერებას ნებისმიერ მონაკვეთში ვეღარ მოითხოვენ

05 სექტემბერი 2018, 00:00 6962 ნახვა

1 ოქტომბრიდან, ბათუმში სამარშრუტო ტაქსების გაჩერებების მოეწყობა დაანონსდა, რის შემდეგაც მიკროავტობუსების მძღოლებს არ ექნებათ საშუალება ტრანსპორტი ნებისმიერ ადგილზე გააჩერონ. ამის შესახებ ბათუმის საქალაქო ტრანსპორტის სამსახურის უფროსმა ემზარ ქავჟარაძემ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა.

ქავჟარაძე ამბობს, რომ ქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, აუცილებელია სამარშრუტო ტაქსებსაც ჰქონდე კონკრეტული გაჩერების ადგილები, ისევე როგორც მუნიციპალურ ავტობუსებს აქვთ. 

"ერთი თვის განმავლობაში სამარშუტოები უნდა აღიჭურვოს ჯიპიეს სისტემით, ეს კონკურისის პირობაში იყო ჩადებული. ბათუმის მერია კი ამ ერთი თვის განმავლობაში უზრუნველყოფს, რომ ყველა ქუჩაზე იყოს გაჩერების ადგილები და ის პრობლემები, რომელიც ახალ სამარშრუტო ხაზებზე გამოჩნდა აღმოიფხვრას. 

მას შემდეგ, რაც ყველა მიკროავტობუსს ექნება ჯიპიეს მინიტორინგის სისტემა, ჩვენ შევძლებთ გავაკონტროლოთ, რომ  სამარშრუტო ტაქსები გაჩერდნენ მხოლოდ სპეციალურად მოწყობილ გაჩერების აგილებზე, ისევე როგორც მუნიციპალური ავტობუსები აკეთებენ ამას.  ასევე, სპეციალური სამსახურები გააკონტროლებენ, რომ არ დაფიქსირდეს სიჩქარის გადაჭარბება ქალაქის ტერიტორიაზე, მონიტორინგს გაუწევენ, რომ არ დაირღვეს მოძრაობის ინტერვალი" - განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყბლის ეთერში ემზარ ქავჟარაძემ. 

 

თეონა ბაკურიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი