C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩასართავად კვლევები იაფდება

04 სექტემბერი 2018, 00:00 2148 ნახვა

დღეიდან ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩასართავად საჭირო კვლევების ღირებულება კიდევ უფრო მცირდება.  გენოტიპის ანალიზს  სახელმწიფო დააფინანსებს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს კვლევების ჯამურ ღირებულებას 140 ლარით შეამცირებს და პაციენტის მაქსიმალური ხარჯი 160 ლარს არ გადააჭარბებს. ფართოვდება პროგრამის მოსარგებლეთა არეალიც. კერძოდ, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისთვის პროგრამაში ჩასართავად საჭირო კვლევები სახელმწიფოს მხრიდან 70%-ით დაფინანსდება.

სიახლეები განხორციელდა პროგრამის ადმინისტრირების მიმართულებითაც და ბენეფიციარებს პროგრამაში რეგისტრაციისთვის სოციალური მომსახურების სააგენტოში მისვლა აღარ მოუწევთ. სამინისტროს მონაცემების თანახმად, ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში დარეგისტრირებულია 50 000-ზე მეტი პაციენტი, 44 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა კი მკურნალობა დაასრულა. განკურნების მაჩვენებელი 98,2%-ია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი