ენმ ბათუმის მერიას კორუფციაში ადანაშაულებს /განახლებული/

03 სექტემბერი 2018, 00:00 1802 ნახვა

ოპოზიცია ბათუმის მერს და ავტოტრანსპორტის  ხელმძღვანელს სავარაუდო კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. საქმე ეხება ახალი მუნიციპალური ავტობუსების შეძენას. ნაციონალური მოძრაობის წევრი მირდატ ქამადაძე ირწმუნება, რომ მერიამ ავტობუსები გაცილებით ძვირად შეიძინა, ვიდრე ეს მომწოდებელი კომპანიისა  და თურქული მწარმოებლის საიტებზეა მითითებული. ბრიფინგზე დასახელდა ციფრებიც. მათი თქმით, მერიამ 76 ათასი ევრო გადაიხადა, მაშინ როცა იგივე ტექნიკური მახასიათებლების ავტობუსის ფასი ოპოზიციის ინფორმაციით  52 ათასიდან 63 ათას ევრომდე მერყეობს.  საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი ვარაუდობს, რომ საერთო ჯამში სხვაობა მილიონ ევროზე მეტია.

“ნაციონალურ მოძრაოაბში“ აცხადებენ, რომ მერიამ კომპანია “ჩერკასისთან“ გაფორმებული ხელშეკრულება მოთხოვნის მიუხედავად მათ არ გადასცა და მხოლოდ ფასების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ოპოზიცია მერიისგან განმარტებას ითხოვს. ფაქტით დაინტერესებისკენ  სამართალდამცველებს მოუწოდებენ. ასევე მიმართავენ “EBRD“ საც, რომლის ფინანსური მხარდაჭერითაც პროექტი ხორციელდება.

კორუფციულ გარიგებას კატეგორიულად გამორიცახვენ მერიაში, ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებს კი უსაფუძვლოს უწოდებენ. ბათუმის “ავტოტრანსპორტის“ იურისტი განმარტავს, რომ სატენდერო პროცედურა გამჭვირვალე და საჯარო იყო, ის კანონის დაცვით ჩატარდა და პროცესს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სპეციალისტები აკვირდებოდნენ. “იბიარდი“ პროექტის ფინანსური მხადამჭერია. რაც შეეხება საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაზე უარს, “ავტოტარსპორტში“ გვითხრეს, რომ ოპოზიციას მათი მოთხოვნის შესაბამისად კომპანია “ჩერკასისთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ასლი გადაეცა, რომელშიც ტექნიკური პირობები, ფასი და ვადებია გაწერილი.  პროექტის ფარგელბში ბათუმის მერია ევრო ხუთი სტანდარტი 40 მუნიციპალურ ავტობუს შეიძენს. 

ამავე კატეგორიაში