თორნიკე რიჟვაძე ფაროსანას მიერ დაზარალებულებს: კომპენსაციის გაცემას არ განვიხილავთ

02 სექტემბერი 2018, 00:00 1345 ნახვა

ქობულეთელი ფერმერების მოთხოვნებს,რომლებიც დაზიანებული მოსავლის გამო კომპენსაციებს ითხოვენ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ  უპასუხა. თორნიკე რიჟვაძე დაზარალებულებთან შეხვედრისთვის და პრობლემებზე სასაუბროდ მზადაა, თუმცა ფულადი კომპენსაციების გაცემა არ განიხილება. მიზეზად რიჟვაძე ფაროსანას მიერ განადგურებული მოსავლის დათვლის შეუძლებლობას და ბიუჯეტში თანხის გაუთვალისწინებლობას ასახელებს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის  თქმით, დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად საფინანსო კომპანიებთან მოლაპარაკება გაიმართა ,რის შედეგადაც მათ სესხები გადაუვადდებათ. შეგახსენებთ, 2 დღის წინ ქობულეთელმა ფერმერებმა, პროტესტის ნიშნად ქობულეთი - ოზურგეთის დამაკავშირებელი გზა გადაკეტეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი