სენატორ ჯონ მაკკეინს დღეს დაკრძალავენ

02 სექტემბერი 2018, 00:00 1548 ნახვა

დღეს სენატორ ჯონ მაკკეინს დაკრძალავენ. ცერემონია ქალაქ ანაპოლისში, მერილენდის შტატში გაიმართება.იქ სადაც სენატორმა 1958 წელს აშშ-ს საზღვაო აკადემია დაამთავრა.ოჯახის წევრების თხოვნით, საზოგადოებისა და მედიისთვის დაკრძალვა დახურული იქნება. სიკვდილის წინ სენატორმა აშშ-ს მოსახლეობისადმი ბოლო მიმართვა გაავრცელა. „მე ვცდილობდი ჩვენი ქვეყნისთვის ღირსეულად მემსახურა. ვუშვებდი შეცდომებსაც, თუმცა იმედი მაქვს, რომ ამერიკისადმი ჩემი სიყვარული შეცდომებს გადაწონის“ ჯონ მაკკეინმა სიცოცხლეში განსაზღვრა იმ სტუმრების სია, რომლებიც მის დაკრძალვას უნდა დაესწრონ. მისი უკანასკნელი სურვილის გათვალისწინებით, დაკრძალვის ცერემონიას არ ესწრება აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. თუმცა სიტყვით გამომსვლელთა შორის იქნებიან აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტები: ბარაკ ობამა და ჯორჯ ბუში(უმცროსი).

ჯონ მაკკეინის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად ჩასულ ოფიციალურ დელეგაციაში არიან: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩუგოშვილი და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე. მიწვევის გარეშე დაკრძალვის ცერემონიალზე დასასწრებად გაემგზავრა ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილიც. ამერიკელი სენატორი  25 აგვისტოს ტვინის სიმსივნით 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი