თამბაქოს რეალიზაციის  ახალი რეგულაციები   ძალაშია

01 სექტემბერი 2018, 00:00 2929 ნახვა

დღეიდან ძალაში შედის თამბაქოს რეალიზაციისა და განთავსების ახალი რეგულაციები. კანონის თანახმად, აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია და განლაგება ვიტრინაზე,  დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს გარედან. დარღვევაზე ჯარიმა 2 000 ლარი, განმეორებისას კი 4 000 ლარია.გამონაკლისს წარმოადგენს სიგარეტის ასანთები სპეციალური სანთებელა, საფერფლე და პორტსიგარა, რომელზეც არ არის დატანილი სასაქონლო ნიშანი ან დასახელება. 

თამბაქოს ნაწარმის, აქსესუარის ან მოწყობილობის რეალიზაცია და განლაგება იკრძალება აეროპორტში საბაჟო ტერიტორიის თავისუფალ ზონაში. სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებიდან 50 მეტრის რადიუსში თამბაქოს რეალიზაციიის პირი 200 ლარით, განმეორებისას კი 400 ლარით ჯარიმდება. 18 წლამდე პირებზე თამბაქოს ნაწარმის ან თამბაქოს აქსესუარის რეალიზაცია  ისჯება ჯარიმით 150 ლარი, განმეორებისას კი 300 ლარით.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი