ოკუპანტების მიერ დაკავებულ ხუთ პირს დღეს გაათავისუფლებენ

30 აგვისტო 2018, 00:00 1669 ნახვა

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ დაკავებულ ხუთ პირს დღეს გაათავისუფლებენ. ''ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული 5 პირის ე.წ. სასამართლო პროცესი გუშინ, დღის მეორე ნახევარში ცხინვალში გაიმართა''.

ამავე ინფორმაციით, დაკავებულების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.  აღნიშნული წარმოადგენს თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვას, რაც საფრთხეს უქმნის ადგილზე არსებული უსაფრთხოების გარემოს'', -აცხადებენ სუს-ში. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები თრუსოს ხეობაში ლაშქრობაში იმყოფებოდნენ, რა დროსაც დააკავეს.

ამავე კატეგორიაში