მრჩეველთა საბჭოს წევრის შესარჩევად აჭარის უმაღლესი საბჭო კონკურსს აცხადებს

29 აგვისტო 2018, 00:00 1626 ნახვა

აჭარის უმაღლესის საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრის - მრჩევლის კანდიდატურის შესარჩევად ღია კონკურსს აცხადებს.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის  განკარგულების თანახმად, კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი. მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და 10 წლის მუშაობის გამოცდილება.

მრჩევლობის კანდიდატის წარდგენის თაობაზე განაცხადი მსურველებმა, დავით გაბაიძის სახელზე უნდა შეიტანონ.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს განვითარების კონცეფცია უნდა წარადგინონ. წევრს აჭარის უმაღლესი საბჭო დაამტკიცებს.

განაცხადები 27 სექტემბრის ჩათვლით მიიღება.

მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრის ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა რაც, ზაზა ხალვაშმა თავმჯდომარის და საბჭოს წევრის თანამდებობა დატოვა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი