''რუსეთი ოკუპანტია'' წევრებმა რუსთაველის ქუჩა მავთულხლართით  გადაკეტეს

24 აგვისტო 2018, 00:00 6443 ნახვა

''რუსეთი ოკუპანტია''- ამ სლოგანით მავთულხლართით მოძრაობის წევრებმა, ბათუმში რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს. მათ პროტესტის მიზანია, ქალაქის სტუმრებს შეახსენონ, რომ საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია.

მოძრაობის წევრებმა დილით ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე პლაკატებიც გააკრეს. მოგვიანებით კი ერას მოედანზე  ბანერი გამოფინეს. საავტომობილო გზაზე მოძრაობა მოგვიანებით საპატრულო პოლიციამ აღადგინა.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი