აჭარის სანაპირო კურორტებზე ძლიერი წვიმაა.
ნოტიო ჰაერის გავრცელების შედეგად, ამინდის პირობები მკვეთრად გაუარესდა.
ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმის ქუჩები დაიტბორა.
დატბორილია რუსთაველის, გრიბოედოვის, ინასარიძის, 26 მაისისა და ბესიკის ქუჩები.
26 მაისისა და ბესიკის ქუჩების კვეთასთან საპატრულო ეკიპაჟები იმყოფებიან. ქუჩების ნაწილი ყვითელი ლენტით გადაკეტეს და ავტომობილებს ალტერნატიული გზით გადაადგილებისკენ მოუწოდებენ.