პროფესიული პასუხისმგებლობა 460 ექიმს დაეკისრა, საქმიანობა ორს შეუჩერდა

22 აგვისტო 2018, 00:00 28250 ნახვა

საქართველოში 2 ექიმს სამედიცინო საქმიანობის უფლება ჩამოართვეს, ორივე აჭარიდანაა. რეგიონში კიდევ ორ მედიკოსს შეუჩერეს მუშაობის უფლება სხვადასხვა ვადით, 5 კი წერილობით გააფრთხილეს - ჯამში ბოლო 6 თვეში საქართველოს მასშტაბით სულ 160 ექიმს დაეკისრა პასუხისმგებლობა.

მონაცემები „მთავარს“ სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ მიაწოდა - სტატისტიკაზე დაყრდნობით, დღის წესრიგში დგება ექიმების კვალიფიკაციის გადამოწმების საკითხი - ფორმებზე ჯანდაცვის სამინისტრო მსჯელობს. დაღუპული პაციენტები, სტრასბურგამდე მისული საჩივრები და აღიარება „დარღვეულია სიცოცხლის უფლება“.

ამავე კატეგორიაში