სტუდენტები - მოლაპარაკება ვერ შედგა

22 აგვისტო 2018, 00:00 1620 ნახვა

უშედეგოდ დასრულდა მოლაპარაკება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და განათლების მინისტრს შორის. სტუდენტების ინფორმაციით, მიხეილ ბატიაშვილმა პასუხისმგებლობა მთლიანად ავტორიზაციის საბჭოს დააკისრა.  

საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება ერთი წლით შეუზღუდა. მიზეზად კი საგადასახადო დავალიანება დაასახელა. ეს გადაწყვეტილება სტუდენტებმა, აბიტურიენტებმა და სასწავლებლის ადმინისტრაციამ გუშინ თბილისში, განათლების სამინისტროს წინ გააპროტესტა. სოლიდარობის აქცია გაიმართა ბათუმშიც.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი