შავი  ზღვის  საერთაშორისო  უნივერსიტეტს  სტუდენტთა მიღება ერთი წლით შეეზღუდა

21 აგვისტო 2018, 00:00 1587 ნახვა

ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს 1 წლით ახალი სტუდენტების მიღება შეუზღუდა - მიზეზად სახელმწიფოს მიმართ უნივერსიტეტის დავალიანებას ასახელებენ, რასაც არ უარყოფენ უნივერსიტეტში, თუმცა ამბობენ, რომ სასამართლო დავის პროცესში ამ გადაწყვეტილების მიღება უსამართლოა. სტუდენტები დღეს მინისტრსაც შეხვდნენ. კონკრეტულად ეს არა, თუმცა უნივერსიტეტი და ტერორიზმთან კავშირი ახსენა ცოტა ხნის წინ თურქული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოში თურქეთის ელჩმა.

ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი კი იხსენებს რამდენიმე თვის წინ გამართულ შეხვედრას საელჩოში, სადაც მისი მტკიცებით, თურქეთის საგარეო უწყების უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ახსენა შავი ზღვის უნივერსიტეტი და ფეტჰულა გიულენის ქსელი. ცნობისთვის მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა ბათუმში თურქული ლიცეუმის დახურვამდე რამდენიმე თვით ადრე თურქეთის ყოფილმა კონსულმაც. საელჩოში დღესასწაულთან დაკავშირებით დასვენების დღეებია, ამასთან ელჩი შვებულებაშია, შესაბამისად მისი კომენტარის მოპოვება ჩვენ ამ განცხადებებთან დაკავშირებით ვერ შევძელით. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი