რა შეზღუდვები დაწესდა მანქანის დალომბარდების დროს

20 აგვისტო 2018, 00:00 3226 ნახვა

დღეიდან ავტომანქანას ფიზიკური პირი, ფიზიკური პირისგან ვეღარ ჩაიბარებს. მანქანების დალომბარდება მხოლოდ ბანკებსა და იმ ფინანსურ ორგანიზაციებს შეეძლებათ, რომლებიც ეროვნულ ბანკში არიან რეგისტრირებულნი.  

მანქანის დალომბარდების შესახებ შეზღუდვა არ ვრცელდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ დასადები/დადებული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფაზე''. 

ეკონომისტთა ნაწილი გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს და ფიქრობს, რომ ქვეყანაში ჭარბვალიანობის პრობლემაა და ავტოლომბარდების გაუქმება ბიზნესზე არ იმოქმედებს პირიქით ლომბარდების მომსახურებას გააუმჯობესებს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი