საქართველოს მოქალაქე დაიღუპა სტავროპოლის ოლქში მომხდარი ავარიის შედეგად. შემთხვევა დილით 4 საათზე მოხდა. გარდაცვლილი ავტობუსის კომპანია "მიმინოტრანსის" ქართველი მფლობელია.
თბილისიდან კრასნოდარის მიმართულებით მოძრავი სარეისო ავტობუსისა და „კამაზის“ მარკის სატვირთო ავტომობილის სტავროპოლის ოლქში შეჯახების შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 17. დაშავებულები კლინიკაში მოათავსეს. რუსეთის შსს-ს სტავროპოლის ოლქის სამმართველოს ინფორმაციით, 9 დაშავებულიდან 7 რუსეთის, 2 კი - საქართველოს მოქალაქეა.