ევროპის მოედანზე დღეს და ხვალ 15 -დან 23 საათამდე, ორდღიანი სამეწარმეო ბაზრობა გაიმართება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით. ღონისძიებაში 70-ზე მეტი მეწარმე მიიღებს მონაწილეობას. გამოფენა-გაყიდვაზე, წარმოდგენილი იქნება საქართველოში დამზადებული პროდუქცია: ტექსტილი, აქსესუარები, საკონდიტრო ნაწარმი და სურსათი,ასევე ალკოჰოლური სასმელები.
მოეწყობა დეგუსტაციები. თითოეულ ვიზიტორს შესაძლებლობა ექნება ადგილზე გაეცნოს და დააგემოვნოს ქართული ნაწარმი.