მცირედით გამყარდა თურქული ლირა ამერიკულ დოლართან მიმართებით, თუმცა მეზობელ ქვეყანაში არსებული ლირის კრიზისი მნიშვნელოვნად და ნეგატიურად უკვე აისახა დასაქმებულებზე, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც პერიოდულად მუშაობენ, ან მუდმივად ცხოვრობენ ემიგრაციაში.
ტრაპიზონში მცხოვრები და ქემალფაშაში დასაქმებული ქართველები გვიყვებიან რომ ვალუტის გაუფასურებას პარალელურად თურქეთში პროდუქტი გაძვირდა, დამსაქმებელთა რაოდენობა შემცირდა, არსებულმა ხელფასმა კი ფასი დაკარგა.