სასტუმრო და კაზინო „ველმონდი,“ ყოფილი „ლეოგრანდი“ დაიხურა და დაილუქა - ადმინისტრაციამ მუშაობა შეწყვიტა და სასტუმროდან ყველა სტუმარი გაიყვანა. პროცესი მთელი დღე გრძელდებოდა, იყვნენ უკმაყოფილო სტუმრები, რომლებიც აპროტესტებდნენ დისკომფორტს. ამბობდნენ რომ არაფერი იცოდნენ სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შესახებ.
ახლა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეკომენდაციების შესასრულებლად მუშაობას დაიწყებს მენეჯმენტი, რომელიც სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში მიმართავს სამსახურს სასტუმროსა და კაზინოს გახსნის მოთხოვნით. ცნობილია რომ თანამშრომლებს მისცეს პირობა ხელფასებისა და პოზიციების შენარჩუნების თაობაზე.