სელიმ ხიმშიაშვილის 20 ნომერში სასამართლოს მიერ შეჩერებული მშენებლობა დღეს განახლდა

17 აგვისტო 2018, 00:00 2864 ნახვა

სელიმ ხიმშიაშვილის 20  ნომერში სასამართლოს მიერ შეჩერებული მშენებლობა დღეს  განახლდა. მშენებარე კორპუსის მეზობლად მცხოვრებთა და მათი ადვოკატის განცხადებით, მშენებელი კომპანია პატივს არ სცემს სასამართლო გადაწყვეტილებას და ამბობენ, რომ მშენებლობა უკანონოდ განახლდა.  კომპანიის იურისტი ამირან ცეცხლაძე აცხადებს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ დოკუმენტაცია მას არ ჩაბარებია, ამიტომაც კომპანიას სამუშაოების შეჩერების ვალდებულება არ გააჩნია.

დაზარალებულების ადვოკატის,   განცხადებით, კი ცეცხლაძე აღსრულების ფურცელს გაეცნო და  არ ჩაიბარა, რაც იურიდიულად ჩაბარებულად ითვლება.  სამშენებლო კომპანიის   დამფუძნებელი  აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ხვიჩა შარაშიძეა. შინაგან საქმეთა სამინსტროს ინფორმაციით, საქმეზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის 381 მუხლით, რაც გულისხმობს სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებას ან ხელის შეშლას, რაც ჯარიმას ან 2 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი