დიდი ოდენობით იარაღის ამოღების საქმეზე განაჩენი 22 აგვისტოს გამოცხადდება

17 აგვისტო 2018, 00:00 2048 ნახვა

დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს მხარეებმა საბრძოლო იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულის სასამართლო პროცესზე. თურქეთის მოქალაქე დღესვე მოწმის სახით დაიკითხა. ფემბე ოზლე ოგუნი ირწმუნება, რომ მას იარაღთან შეხება არ ჰქონია და ეს ნივთები სწორედ იმ სახლში ნახა, სადაც მოგვიანებით თვითონ დააკავეს.

პროკურატურამ დასკვნით სიტყვაში განმარტა, რომ საქმე ეხებოდა სახიფათო ინფორმაციას და გაუთქმელობის ფარგლებში მათ სპეცოპერაცია კანონის სრული დაცვით  ჩაატარეს. საქმესთან დაკავშირებით  მტკიცებულების სახით არსებობს ფოტო და ვიდეო მასალა. ბრალდებული აცხადებს, რომ მისი დაკავება კანონის დარღვევით მოხდა და არც ერთი პოლიციელი, რომელმაც ის დააკავა მოწმის სახით არ დაკითხულა. დაცვის მხარე იარაღზე ანაბეჭდების ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვს. მოსამართლე ლევან გელოვანი განაჩენს 22 აგვისტოს გამოაცხადებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი