შაბათ-კვირას არასტაბილური ამინდია მოსალოდნელი

17 აგვისტო 2018, 00:00 2181 ნახვა

შაბათ-კვირას შავიზღვისპირეთში დროგამოშვებით მოიღრუბლება და მოსალოდნელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება და +25, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

ზღვის წყლის ტემპერატურა 26 გრადუსია.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს დაბლობს და აღმოსავლეთის ბარს, უმეტესად ღუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, პერიოდულად წვიმა და ელჭექით.

შაბათ-კვირას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ამინდის მნიშვნელოვანი გაუარესება მოსალოდნელი არ არის, მცირე ნალექი კი მხოლოდ სიცხის ფონზე იქნება, რომელსაც სამხრეთ-დასავლეთიდან შედარებით სუსტად გავრცელებული ნოტიო ჰაერის მასები გამოიწვევს.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი