სასტუმრო ''ველმონდი'' ფუნქციონირებას ვერ გააგრძელებს - საგანგებო სამსახური 

16 აგვისტო 2018, 00:00 2810 ნახვა

სასტუმრო ''ველმონდის'' მენეჯმენტსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება დასრულდა. უწყების წარმომადგენელთა განმარტებით, სასტუმრომ ფუნქციონირება ხვალ, 18 საათამდე უნდა შეწყვიტოს.

''სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა და ისინი ვალდებულები არიან აღასრულონ'' - ამბობს სახანძრო ზედამხედველობის პოლიტიკის მართვის სამმართველოს უფროსი ზურაბ თალაკვაძე.  მისივე განმარტებით, ადმინისტრაციას ხარვეზების გამო​სასწორებლად დიდი დრო ჰქონდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ობიექტის დახურვიდან 10 დღის ვადაში სასტუმრომ ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების პროექტი უნდა მოამზადოს. 

სპეციალისტები შენობის ხანძარსაწინააღმდეგო სისტემაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობენ და განმარტავენ, რომ ​სამორინეში არ არსებობს არც ხანძრის ჩამქრობი ავტომატური და არც კვამლსაწინააღმდეგო სისტემები. ასევე არ არის საევაკუაციო კიბე. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გუშინ, დღის ბოლოს განცხადება გაავრცელა. დოკუმენტში აღნიშნული იყო, რომ “ველმონდის” ადმინისტრაციას 17 აგვისტოს 18 საათამდე შენობიდან სტუმრები უნდა გაეყვანა და საქმიანობა შეეწყვიტა. 

სასტუმრო „ლეოგრანდში“ 2017 წლის 24 ნოემბერს გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ოთხთვიანი გამოძიების შედეგად, სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ბრალდებით,  23 მარტს 2 მენეჯერი, თურქეთისა და საქართველოს მოქალაქეები, დააკავეს. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი