ქალაქის ტერიტორიაზე მგზავრთა მოსაცდელების ნაწილი დაზიანებულია. კათოლიკური ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული მოსაცდელი შეკეთებას საჭიროებს.
მერიის მუნიციპალური ქონების პოლიტიკისა და განკარგვის სამსახურის განყოფილებაში განაცხადეს, რომ მოსაცდელების შეკეთება ეტაპობრივად მოხდება, წლის ბოლოს კი 50 ახალი მოსაცდელი განთავსდება.
ქალაქში სულ 100 მგზავრთა მოსაცდელია დამონტაჟებული, აქედან 50 ძველი კონსტრუქციაა.