აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების 140 წლის იუბილეს მიეძღვნა ღონისძიება ხელვაჩაურში. საარქივო სამმართველოს წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს 1877-78 წლების რუსეთ- თურქეთის ომი და მისი შედეგები.
ისაუბრეს ბათუმში პორტო- ფრანკოს იგივე თავისუფალი პორტის არსებობასა და ისტორიაზე. საარქივო სამმართველომ პროექტი უკვე წარადგინა აჭარის მაღალმთიანეთში. ღონისძიება გაიმართება ქობულეთსა და ბათუმშიც.