თურქეთში ავარიის შედეგად დაშავებული საქართველოს ერთი მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.მას შესაძლოა განმეორებითი ოპერაცია დასჭირდეს. დაშავებული ოპერაციის შემდეგ რეანიმაციაში რჩება. კლინიკაში სულ სამი ქართველი პაციენტი გადის მკურნალობას. ვინ დაფარავს დაშავებულების მკურნალობის ხარჯებს ჯერ-ჯერობით უცნობია.
ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, პაციენტებს არ აქვთ დაზღვევა, ამიტომ აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომ ხარჯების დაფარვა არ მოუწიოთ დაზარალებულებს.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე ტრაპზონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელს ნუმან ჰატიფოღლუს დღეს შეხვდება. მხარეები ავარიისას დაშავებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მკურნალობის დაფინანსების შესახებ ისაუბრებენ.
შეგახსენებთ, ქართული სანომრე ნიშნებით მოძრავი მიკროავტობუსი ცენტრალურ მაგისტრალზე ამობრუნდა, რომელსაც გადაჰყავდა საქართველოს მოქალაქეები - სეზონურად მომუშავეები.