ბრეუსის თასი 2018 - ამ წუთებში საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს წყალბურთში. შეჯიბრებაში საქართველოს 4 და აზერბაიჯანის ერთი გუნდი მონაწილეობს. პირველი შეხვედრა, რომელიც ბათუმისა და რუსთავიას გუნდებს შორის გაიმართა, 12-ით 9 ბათუმის სასარგებლოდ დასრულდა. შეჯიბრება 16 აგვისტოს დასრულდება.
თვის ბოლოს ბათუმის გუნდის ორი წევრი ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება.ისინი საქართველოს ნაკრების წევრები არიან და მზადებას თბილისში გადიან. ტურნირს ბათუმის მერია აფინანსებს.