ბათუმში ჯაფარიძისა და მემედ აბაშიძის კვეთაში ტანსაცმლის მაღაზია გატეხეს. მეპატრონის ინფორმაციით ობიექტიდან ნივთები და თანხა გატანილი არ არის, მხოლოდ შუშაა ჩამტვრეული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება 177 მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.