გვიანობამდე გაგრძელდა საღამო ევროპის მოედანზე, ფესტივალის საკონცერტო პროგრამა ბენდებმა “loudspeakers” და “Asea sool” დახურეს. ღია ცის ქვეშ შეკრებილების განწყობაზე 4 საათის განმავლობაში 7 მუსიკალური ჯგუფი ზრუნავდა. black sea sound-ის მიზანი, ახალგაზრდა მუსიკოსების მხარდაჭერა, მათი საქმიანობის პოპულარიზაცია და ტურისტულ სეზონზე საინტერესო კულტურული ღონისძიებების ორგანიზებაა.
წელს ქუჩის მუსიკის დღეების პარალელურად ჩატარდა ვორქშოპები, სადაც არტ მენეჯერებმა ისეთ საკითხებზე იმსჯელეს, როგორიცაა საავტორო უფლებები მუსიკალურ ინდუსტრიაში, ტრენდები თანამედროვე მუსიკაში და არტისტ მენეჯმენტის ქართული რეალობა.