ყველაზე მეტი დანაკარგი 10 წლის წინ ქობულეთმა განიცადა. რუსეთ-საქართველოს ომში 11 ჯარისკაცი დაიღუპა. 2008 წლის აგვისტოს ომში ქობულეთიდან 445 ადამიანი იბრძოდა.
მებრძოლები გაიხსენეს ქობულეთშიც. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალთან მოქალაქეები გმირების ოჯახები და ოფიციალური პირები შეიკრიბნენ, მემორიალი ყვავილებით შეამკეს და გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
დაღუპული ჯარისკაცების სახლებთან მერიის ინიციატივით მემორიალური დაფები განთავსდება, ოჯახები დახმარების სახით ერთჯერადად ჯანდაცვის სამინისტროსგან 3000-3000, ხოლო მერიისგან 300-300 ლარს მიიღებენ.