ხვალ, 8 აგვისტოს, საქართველოს ტერიტორიაზე შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ციკლონთან არსებული ძლიერად ნოტიო ჰაერის მასები დაიწყებს გავრცელებას, შედეგად ამინდის ყველა მეტეო პარამეტრი გაუარესდება, ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია პერიოდულად ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
9-10 აგვისტოს კი, ჰაერის მასების უფრო ინტენსიური გადმონაცვლების შედეგად, სანაპირო ზოლსა (ბათუმი, ქობულეთი, ურეკი, სოხუმი) და დასავლეთის დაბლობში (ოზურგეთი, ჩოხატაური, ზუგდიდი, ქუთაისი) მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ელჭექი.
გაძლიერდება დასავლეთის ქარი 17-22 მეტრ წამამდე.
გასულ კვირაში მოსული დიდი ნალექის გამო ნიადაგი ჯერ კიდევ სველია, ამიტომ მაღალია რისკი ძლიერმა წვიმამ სტიქიური პროცესების პროვოცირება მოახდინოს.
ზღვაზე მოსალოდნელია ღელვა 2,5-3,5 ბალი, 9-10 აგვისტოს ზღვაში ბანაობა აკრძალულია.