უმაღლეს საბჭოში მე-6 საერთაშორისო საზაფხულო სკოლის მონაწილეებსა და პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრა გაიმართა. დავით გაბაიძემ შეხვედრის მონაწილეებს ავტონომიური რესპუბლიკის მმართველობით ფორმაზე, ახლად მიღებულ კონსტიტუციასა და უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ძირითად პრინციპებზე მიაწოდა ინფორმაცია, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ პროექტის ორგანიზატორებს მომავალი საზაფხულო სკოლის მაღალმთიან აჭარაში ჩატარება შესთავაზა.
საზაფხულო სკოლა „ევროკავშირის სამართალი და ევროინტეგრაცია სამხრეთ კავკასიაში“ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა და მასში 6 ქვეყნის 25 წარმომადგენელი მონაწილეობდა.