საკმარისია თუ არა ბათუმში სასწრაფო დახმარების ბრიგადების რაოდენობა

02 აგვისტო 2018, 00:00 2045 ნახვა

350-ზე მეტი გამოძახება დღეში – ეს ზარების ის რაოდენობაა რომელიც 16 ბრიგადაზე ნაწილდება. მოქალაქეები ამბობენ რომ გამოძახებული სასწრაფო-სამედიცინო ჯგუფები ხშირად იგვიანებენ.

საკითხთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთეს ბათუმის სამედიცინო ცენტრში, აქ შეფერხების მიზეზად არამიზნობრივ გამოძახებებს ასახელებენ. ამტკიცებენ, რომ ხშირად ცხელ ხაზზე რეკავენ ადამიანები, რომლებიც არა სასწრაფო, არამედ  ამბულატორიულ მკურნალობას საჭიროებენ.  

საქართველოს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი სამომავლოდ აპირებს ზარები გადაუდებელი საჭიროების მიხედვით დაჰყოს. 

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი