არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ პრეზიდენტსა და პარლამენტს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი დროულად დაასახელონ. 10-მდე ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასამართლო სისტემაში შექმნილი სავალალო მდგომარეობის ფონზე, თავმჯდომარის მიერ მოულოდნელად თანამდებობის დატოვება საზოგადოებაში არაერთ კითხვას აჩენს. განცხადებაში ნათქვამია: „მიუხედავად იმისა, რომ თანამდებობაზე ყოფნის 3 წლიან პერიოდში ნინო გვენეტაძე არასაკმარისად რეაგირებდა სისტემაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, მაინც ცხადი იყო მასსა და მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის წარმომადგენლებს შორის არსებული დაპირისპირება.“