მეუღლეზე შვილების თანდასწრებით ძალადობაში ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

02 აგვისტო 2018, 00:00 3280 ნახვა

სასამართლომ ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურის ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

გამოკვლეული მტკიცებულებების მიხედვით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მისსავე საცხოვრებელ სახლში მეუღლეს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ფსიქოლოგიური ძალადობა განახორციელა და შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი დამოკიდებულებით, აგრესიით აიძულებდა მას გარკვეული მოქმედების შესრულებას, შემდეგ კი დაზარალებულს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

სასამართლოში მიმდინარე პროცესების დროს ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული მეუღლეზე არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად სისტემატურად ძალადობდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი