აჭარის მთავრობა გამარტივებულ საჯარო კონკურსს იმ სააგენტოებისა და სსიპ-ების ხელმძღვანელების შესარჩევად ატარებს, რომლებსაც უფლებამოსილება მთავრობის ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ ავტომატურად შეუწყდათ. კონკურსი ცხადდება შემდეგ პოზიციებზე:
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად;
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად;
3. ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად;
4. ბათუმის ბულვარის დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად;
5. ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორიის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად;
6. აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად;
განკარგულების თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელების კანდიდატურების შესარჩევად გამარტივებული საჯარო კონკურსი ცხადდება, რაც კანდიდატების მხოლოდ გასაუბრებით შერჩევას გულისხმობს.