დღეს ბათუმელებს შესაძლებლობა აქვთ კიდევ ერთხელ მოისმინონ რეჟისორ ზაზა მარჯანიშვილის მედია ოპერა “თაბაშირის იუდა”. სპექტაკლი ერთ მოქმედებიანია და ერთი ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს. მოქმედება საბჭოთა პერიოდში ვითარდება და ასახავს რა გავლენა მოახდინა პიროვნებებზე საბჭოურმა წყობამ.
ეს ყველაფერი კი სიმბოლურად თაბაშირის იუდაშია თავმოყრილი. სპექტაკლს მალე გასტროლზე ევროპაში წარადგენენ. წარმოდგენა 20 საათზე დაიწყება.