ფესტივალი ,,ფოლკლორის დღეები’’ ანბანის კოშკთან ანსამბლ „არსიანის“ კონცერტით გაიხსნა. ფესტივალში მონაწილეობენ აჭარისა და თბილისის სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორული ანსამბლები, ასევე ქორეოგრაფიული ანსამბლები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.
''ფოლკლორის დღეები'' 23 აგვისტომდე გაგრძელდება და ის ''ჩექინ ჯორჯიას'' ფარგლებში იმართება. ფესტივალის მხარდამჭერია ტურიზმის ეროვნული სააგენტო.