ქედის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდი ორენოვანი გახდა. ვიზიტორებს შეუძლიათ ინფორმაცია ქართულთან ერთად ინგლისურ ენაზეც მიიღონ. დაემატა და განახლდა ვებ-გვერდზე ინფორმაცია. დაგეგმილია ახალი ტურისტული ობიექტების დამატება.
გვერდის პოპულარიზაციის მიზნით მოხდება საიმიჯო კამპანიების მოწყობა. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი განმარტავს, რომ განახლება არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნების შემდეგ გადაწყვიტეს, რისთვისაც 3 ათასი ლარი დაიხარჯა.