ნახევრად დაშლილი ხის ფიცრულები და საძირკველ გამოცლილი საცხოვრებლები, ასე ცხოვრობს რამდენიმე ოჯახი ხულოში, მათი მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა უამინდობის დროს.
პროგრამით “ხულო ბარაკების გარეშე” კი მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებს წლების მანძილზე არსებული პრობლემები მოუგვარდებათ. მერია დაზამთრებამდე 15 ოჯახის უსაფრთხო ადგილას გაყვანას გეგმავს.