„ჯამბაზები“ ბათუმის ხელოვნების ცენტრის სცენაზე

28 ივლისი 2018, 00:00 1370 ნახვა

საოპერო სპექტაკლ ,,ჯამბაზების“ მეორე საპრემიერო ჩვენება ბათუმის  ხელოვნების ცენტრის სცენაზე. მასში მონაწილეობა სპეციალურად მოწვეულმა ლიტველმა ტენორმა ქრისტიან ბენედიქტიმ მიიღო, მთავარ როლებში ცენტრის საოპერო დასის სოლისტები მონაწილეობდნენ.

რუჯერო ლეონკავალოს ''ჯამბაზებში“ ასევე სიმფონიური ორკესტრი, კაპელა და მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ხელოვნების სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მაყურებლის წინაშე დასი პირველად 24 ივლისს წარადგინა.საოპერო სპექტაკლი მაია გაჩეჩილაძის რეჟისორობით დაიდგა, მთავარი დირიჟორი კი  დავით მუქერიაა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი